ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს შეხვდა

“2024 წლის 17 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დემოკრატიის ეროვნული  ფონდის დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს,  საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და  ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლს.

მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის  სამომავლო პერსპექტივებზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები