მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება – ზედამხედველობის დეპარტამენტი ვაშლოვანში ნაპოვნი, დახოცილი პირუტყვის ნარჩენებზე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომლის თანახმად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ხევში ასობით დახოცილი პირუტყვის ნარჩენები აღმოაჩინეს, ეხმაურება.
უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვანში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
“სამართალდამრღვევის დადგენის მიზნით მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.
შედგა შესაბამისი აქტი, ადგილზე აღებულია ჯიპიეს კოორდინატები. ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, გადაეგზავნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს”, – წერია ინფორმაციაში.