“ხელისუფლება მაქსიმალურად მონდომებულია, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა” – გიორგი კახიანი

“ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროკომისიის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ახერხებს.

„ჩვენ ვმსჯელობთ ვენეციის კომისიის მხრიდან არსებულ შენიშვნებზე. პუნქტობრივად გავდივართ ყოველ შენიშვნას და ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ვისმენთ მოსაზრებებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შეთანხმებას ვახერხებთ.

გაუგებარია ის, როდესაც კამერების წინაშე დადგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ცოტა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ, რომ თითქოს იქ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით.

ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა, რომელიც არის რაციონალური და ამ დასკვნებამდე ჩვენ გვინდა, მივიდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. საბოლოოდ, ვფიქრობ, ეს შეხვედრები ეფექტიანი იქნება“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები