“ნავალნის ნაადრევ სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს ეკისრება” – ხადარკოვსკი
რუსი ოპოზიციონერი, მიხაილ ხადარკოვსკი ალექსი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პირადად ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
„თუ ეს სიმართლეა, მაშინ, ფორმალური მიზეზის მიუხედავად, ნაადრევ სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს ეკისრება, რომელმაც ჯერ ალექსეის მოწამვლის უფლება მისცა და შემდეგ ციხეში ჩასვა“, – წერს ხადარკოვსკი.