“კრემლმა ნავალნი სასტიკად მოკლა, ეს ფაქტია” – ედგარს რინკევიჩი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ლატვიის პრეზიდენტი – ედგარ რინკევიჩი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ კრემლმა ნავალნი სასტიკად მოკლა.

“რასაც უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის ცოტა ხნის წინ კრემლის მიერ სასტიკად არის მოკლული. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ დღევანდელი რუსული რეჟიმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს”, – წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები