“მათ სურთ, რუსული მიწები ბელარუსს მიუერთონ” – ლუკაშენკო
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი მთავრობის ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინაში ომის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, რომ რესპუბლიკის ტერიტორიას რუსეთის დასავლეთის მიწები შეუერთონ.
ამის შესახებ სააგენტო BelTA იტყობინება.
”უკრაინაში რუსეთის დამარცხება დღეს ყველას უნდა დასავლეთში და ჩვენი გაქცეული ბელარუსელები არიან ავანგარდში”, – თქვა მან.
ლუკაშენკომ დასავლეთში ცალკეულ პირებთან ოპოზიციის საუბრის ამონარიდი მოიყვანა.
„პოლონეთს აქვს უფლება ბელარუსის დასავლეთ მიწებზე და, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ბელარუსი რუსეთის დასავლეთის მიწების ხარჯზე გაფართოვდება. რაღაცას მოგვაჭრიან სმოლენსკის, ბრაიანკის, შესაძლოა, პსკოვის რეგიონებიდან. და ჩვენ დასავლეთ ბელარუსი, როგორც ადრე მინსკამდე საზღვარი იყო, პოლონეთს უნდა მივცეთ”, – აღნიშნა მან.