საფრანგეთში დღეიდან რკინიგზის დისპეტჩერები გაიფიცებიან – რეისების თითქმის ნახევარი უქმდება
საფრანგეთში დღეს საღამოდან სარკინიგზო დისპეტჩერების დიდი გაფიცვა იწყება, რის გამოც მატარებლის თითქმის ნახევარი რეისი გაუქმდება.
ამის შესახებ BMFTV იტყობინება.
გაფიცვა პროფკავშირების CGT-ისა და Sud-Rail-ის მიერ გამოცხადდა, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ.
TGV Inoui, Ouigo, Intercités და TER რეისებზე სულ 10 ათასი დისპეტჩერი მუშაობს, მათგან 70% გაიფიცება.
მედია წერს, რომ გაფიცვა სასკოლო არდადეგებს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო შეუქმნის დისკომფორტს იმ ოჯახებს, რომლებმაც ქალაქგარეთ დასასვენებლად გასვლა გადაწყვიტეს.