ილია დარჩიაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ნუმან კურტულმუშს შეხვდა. ამის შესახებ დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოს და თურქეთს შორის შესანიშნავი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა“, – წერს ილია დარჩიაშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები