გიორგი ვოლსკი: გარკვეული პოლიტიკური ძალები, მიუხედავად მათი განცხადებებისა, დაკავშირებულები არიან “ნაცმოძრაობასთან”

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები, მიუხედავად მათი განცხადებებისა, დაკავშირებულები არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან.”

“არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფიზიკურად, სიტყვიერად და განცხადებებით ემიჯნებიან “ნაცმოძრაობას”, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი დღე, ისევე – როგორც მათი წარსული, დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, იქნება ეს “ლელო” თუ გახარიას პარტია. სხვა ნებისმიერი პარტიაც არის იმ ორბიტაზე, რასაც ჰქვია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები