დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სხვა ოპოზიცია, გარდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა ოპოზიცია არ არსებობს.

“ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სხვა ოპოზიცია, გარდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“. რა სახითაც არ უნდა დაშალონ ეს „ლეგო“, როგორ კლასტერებადაც არ უნდა გადაანაწილონ, მათი მიზანია, როგორმე გადააპარონ 5%-იან ბარიერს ჯგუფებად დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შემდგომ ისევ ააწყონ კონსტრუქცია პარლამენტში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მთელი ის კამპანია, რომელსაც მაგალითად „ლელო“ აწარმოებს. სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე როგორ ცდილობენ რევანშიზმის სოუსით კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები შეახსენონ საზოგადოებას და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ. ბიძინა ივანიშვილს, ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის გარანტია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, უამრავი სიკეთე, უამრავი ქველმოქმედება, როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური, გადასახლებას უპირებენ და პროკურორის მანტიები მოირგეს „ლელოს“ ფსევდოლიდერებმა“, – განაცხადა მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები