პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან

“ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი.

“ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, შემდეგ კვირაში საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ბრიუსელში, რომ განიხილონ სამომავლო გზები, ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი. ასე რომ, ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, პარალელურად, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება. თავის მხრივ ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად არის დასახმარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ქართველებმა სამუშაო თავად უნდა შეასრულონ. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები