თამარ გაბუნია: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგები მოჰყვება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგები მოჰყვება.
მისივე თქმით, პროგრამა ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს.
„პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგი მოჰყვება იმ თვალსაზრისით, რომ არჩევანის შესაძლებლობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასევე ბავშვების საჭიროებების სრულად გათვალისწინების მეტი პერსპექტივა იქმნება. ბუნებრივია, პროგრამაში აქამდე მონაწილე სამი ჰოსპიტალი ისევ გააგრძელებს ფუნქციონირებას. პროგრამა განიხილება, როგორც გარდამავალი ეტაპი საქართველოში სამომავლოდ ასევე მაღალტექნოლოგიური სერვისის განვითარებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და კიდევ 3 ახალი კლინიკა დაემატა.