“მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის მიუსაფარი ძაღლები” – შალვა პაპუაშვილი
“მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის მიუსაფარი ძაღლები. ჯამურად, ეს არ არის კანონი შინაურ ცხოველებზე. ეს არის კანონი ადამიანებზე”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ადამიანების, უპასუხისმგებლო მფლობელების მიერ შექმნილი პრობლემა, რომლებიც რამდენიმე თვე ისიამოვნებენ იმით, რომ შინაური ცხოველი ჰყავთ სახლში, შემდეგ ჰბეზრდებათ მისი მოვლა და ქუჩაში აგდებენ. ამრავლებენ ძაღლებს, ლეკვებს ვერ მიუჩენენ პატრონებს და მათაც ქუჩაში აგდებენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად ცხოველებს და, რაც მთავარია, ადამიანებს და ჩვენს შვილებს. შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი ამით განსხვავდება. ველური ბუნება მისთვის არ არის შესაბამისი. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს ამ კანონპროექტზე მუშაობისთვის და ყველა დეპუტატს პროექტის განხილვაში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდა.