ირაკლი ქარქაშაძე: მგზავრების ევაკუცია განხორციელდა – ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები იმისთვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს
“ავიაკომპანია Wizzair-ის ეკიპაჟისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდზე, სავარაუდოდ, იყო ასაფეთქებელი ნივთიერება, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება უკან სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილი იქნა შესაბამისი პროცედურის მიხედვით ყველა შესაბამისი სამსახური”, – ამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რათა ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდეს და დროულად მოხდეს მგზავრების გაფრენა დანიშნულების მიმართულებით.
“ბორტი მივიღეთ, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აქ ჩვენი კომპეტენცია წყდება და უკვე ყველა შესაბამისი უწყება და ორგანო მობილიზებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები აღნიშნული ინციდენტის პრევენციისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს მშვიდობიანად და დროულად შევძლოთ მგზავრების გაფრენა დანიშნულების მიმართულებით”, – აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
შეგახსენებთ, ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. მიზეზი ბორტზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა.