ირაკლი ქადაგიშვილი – გახარიაზე: მისი როლი ქართულ ოპოზიციაშიც ნულის ტოლი გახდა

“გიორგი გახარია გრძნობს, რომ არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს – მისი როლი ქართულ ოპოზიციაშიც ნულის ტოლი გახდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარია ჩიხში შესული პოლიტიკოსის კლასიკური მაგალითია.

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც პოლიტიკოსი შესულია სრულ ჩიხში. ის გრძნობს, რომ არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და იწყებს ცილისმწამებლურ კამპანიას, რათა რამენაირად დღის წესრიგიდან საბოლოოდ არ მოიხსნას. მისი როლი ქართულ ოპოზიციაშიც ნულის ტოლი გახდა. მასზე დაკისრებულ ამოცანას, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უნდა წაეყვანა, ის უკვე ვეღარ ასრულებს. ამიტომ დღეს მისი ვორდინგი არის უკიდურესად მძიმე და ის თავიდან ბოლომდე ჭორების დონეზე აწყობილ ცილისწამებაზე არის დამყარებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები