ქუთაისი-ბარსელონას რეისი ქუთაისის აეროპორტში ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დააბრუნეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი- ბარსელონას რეისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო მიიღეს.
ამავე ინფორმაციით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.
“აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.