“გმირთა მოედნისა და “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე რთული სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება იწყება” – ავთანდილ ცინცაძე

“თბილისის მერის გადაწყვეტილებით, გმირთა მოედნისა და “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე რთული სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება იწყება!”,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი განხორციელდება და მათ ნაცვლად დამატებითი საავტომობილო ზოლი მოეწყობა.

“მესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე თბილისის მერია მათ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს გამოუყოფს”,- წერს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები