არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრად დამტკიცება მიულოცეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერმინისტრად დამტკიცება მიულოცა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობა ასევე მიულოცეს: შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა – ვიცეპრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და დუბაის მმართველმა და შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა – ვიცეპრეზიდენტმა, ვიცეპრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ.