იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყნის დანიშნულება და მისია საერთაშორისო ასპარეზზე დღითი დღე იზრდება და ეს უკვე კონკრეტულ ფაქტებსა და გადაწყვეტილებებში აისახება

შეიძლება ითქვას, ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია დასრულებულია. პოლარიზაცია ახლა რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, რომ პოლარიზაციის გზით დაეზიანებინათ არა „ქართული ოცნება“, არამედ ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ფაქტია, რომ ეს მათ ვერ შეძლებს. ჩვენი ქვეყნის დანიშნულება და მისია საერთაშორისო ასპარეზზე დღითი დღე იზრდება და ეს უკვე კონკრეტულ ფაქტებსა და გადაწყვეტილებებში აისახება. ამიტომ, ოპოზიციამ მზაკვრული გეგმა ვერ განახორციელა და ახლა, პოლარიზაცია საკუთარ რიგებში სამართლიანად მიიღეს“, –  განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები