გია აბაშიძე: ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც “ერთობის ფანჩატურის” შექმნით

„ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც “ერთობის ფანჩატურის” შექმნით“ , -ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, “როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი – ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან”.

„როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი – ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან. ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც ‘ერთობის ფანჩატურის’ შექმნით. მარტივად – ‘სახლობანას’ ანუ ‘პოლიტიკობანას’ თამაშობენ ურეიტინგო, უსამშობლო ლუზერები“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები