წულუკიანი: მარგველაშვილი არაა ის ფიგურა, რომელსაც „ნაციონალების“ ადვოკატობა სჭირდება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მარგველაშვილის ადვოკატის როლს ასრულებენ და ეს ფაქტი მისთვის მიუღებელია. „მიუღებელია ჩემთვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილის ადვოკატის როლს თამაშობს. მარგველაშვილი არაა ის ფიგურა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობა სჭირდება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ეს ესმის და არ მგონია, რომ მას ეს მოსწონდეს. „ქართული ოცნებიდან“ არავინ აურჩევია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთამაშოს, ან სისუსტე გამოიჩინოს. არის მომენტები, როდესაც მასში ამ სისუსტეს ვხედავ, თუმცა მან, ასე დავუშვათ, რომ ეს ჩემი ეჭვები გაფანტა, როდესაც თქვა, რომ არ აპირებს არავითარ ძალებთან შეკვრას“,- განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არის ქვეყნის გამაერთანებელი, შემრიგებელი და მას ყველა საფუძველი აქვს რომ კონსტუტიცურ კომფორტში იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები