მაჭავარიანი კობახიძეს: სტრასბურგში მერაბიშვილი გამართლდება და შეეგუეთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილის სასარგებლო განაჩენი გამოიტანოს. ამის შესახებ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “რუსთავი -2” -ის ეთერში განაცხადა და უმრავლესობის წევრს მანანა კობახიძეს მიმართა, რომ მმართველი გუნდი მოემზადოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

“სტრასბურგში შესაძლოა ვანო მერაბიშვილის საქმე ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს. მოემზადეთ ამისთვის. სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ იმიტომ, რომ მისი მისამართით სხვადასხვა პროცედურები დაირღვა. ვანოს საქმე არის ქართველი მოსამართლეების და პროკურორების “გაიდლაინი”. ჩვენ ველით რომ ამ პროცესს მოიგებს ჩვენი მხარე. იგივე სარჩელის შეტანას ვაპირებთ გიგი უგულავასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით იმასაც მოვიგებთ”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები