ირაკლი კობახიძე – გელათის სამონასტრო კომპლექსზე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს უნიკალურ საგანძურს საფრთხე არ შეექმნას
რა თქმა უნდა, დავინტერესდები არსებული გარემოებებით კულტურის მინისტრთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვნახავ ზოგადად რა ვითარებაა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საგანძური იყოს დაცული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს უნიკალურ საგანძურს საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა კობახიძემ.