ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს, 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განახორციელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვიზიტი ევროკავშირს და ნატოს შეეხება.
„უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება“, – განაცხადა კობახიძემ.