პრემიერი: დღეს მთავრობა შედგება კომპეტენტური, ღირსეული, პატრიოტი ადამიანებისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს მთავრობა კომპეტენტური, ღირსეული და პატრიოტი ადამიანებისგან შედგება.

მისი თქმით, გასული სამი წელი იყო ძალიან რთული და ამ სირთულის მიუხედავად, ამ გუნდმა შეძლო პრობლემების წარმატებით გადაჭრა.

„მე, თავიდან ბოლომდე მომართული ვარ, რომ ვიმუშაო იმ გუნდთან ერთად, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. თითოეული წვერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სამთავრობო გუნდში, არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი და რაც მთავარია აქვთ გამოცდილება. გასული სამი წელი იყო ძალიან რთული და ამ სირთულის მიუხედავად ამ გუნდმა შეძლო პრობლემების წარმატებით გადაჭრა. მე მაქსიმალურად მომართული ვარ ამ გუნდთან ერთად მუშაობისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები