ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ სამუშაო რეჟიმზე – ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა

პირველ რიგში მადლობას გადავუხდი პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურის თანამდებობას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება. თან არის თვისობრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის. არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად საქართველოს მთავრობის წინაშე დგას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პარლამენტში პროცესები დღეს მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა აღნიშნა, რომ დისკუსიის ხარისხი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ იყო და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური კულტურა სამომავლოდ მეტად განვითარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები