საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად აირჩია.
კობახიძის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10 წინააღმდეგ წავიდა.
პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო – თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:
- პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე;
- შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
- საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი;
- ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
- თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
- იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
- სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – თეა ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.