მიხეილ სარჯველაძე: დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ

,,უნდა მივმართო ოპოზიციას და ვთქვა, რომ ყველა დებატში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაიმართა, იქნებოდა ეს მინისტრებთან თუ ირაკლი კობახიძესთან, ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა, უშანსოდ დამარცხდა, თუმცა უშანსოები იყვნენ მაშინაც, როცა ცალკეულ თემებზე დისკუსიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„დღეს ოპოზიცია დამარცხდა. აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ არის ეს ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს მე მახარებს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ. საუკეთესო უნარების და შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია არჩევანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის. დღეს აქ დანახულიდან გამომდინარე მე არ მგონია ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთივე იქნება გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებზეც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები