ტრამპის უკანასკნელმა კონკურენტმა აშშ-ის სპეცსამსახურებს დაცვისთვის მიმართა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის შესაძლო კანდიდატმა, ნიკი ჰეილიმ საიდუმლო სამსახურს დაცვის თხოვნით მიმართა.
აღნიშნული უკავშირდება იმას, რომ ჰეილი ერთადერთი კონკურენტია, რომელიც დონალდ ტრამპს თეთრ სახლში დაბრუნების გზაზე ჰყავს.
როგორც The Wall Street Journal-თან ინტერვიუში თქვა, სპეცსამსახურებისადმი მიმართვა დაკავშირებულია მუქარის შემცვლელ შეტყობინებებთან, რომელსაც ის, როგორც ტრამპის მეტოქე, იღებს.
”ბევრი პრობლემა გვქონდა”, – თქვა მან და დასძინა, რომ მუქარა არ შეუშლის მას ხელს, “გააკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს”.
დაცვის მოთხოვნა მისმა საარჩევნო შტაბმა ფედერალურ ხელისუფლებას გაუგზავნა.