ბაღების გაერთიანების სააგენტო: ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ჯგუფის აღმზრდელი სამსახურიდან გათავისუფლებულია

თბილისის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულია ჯგუფის აღმზრდელი. აღნიშნულის შესახებ “კვირას” ბაღების გაერთიანების სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით მომხდარის მოკვლევა მიმდინარეობს.

“თბილისის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ბაღის ადმინისტრაციისა და ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოხდენილია სათანადო რეაგირება. კანონის შესაბამისად, ინფორმაცია, რეფერირების პრინციპით, გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე; ასევე, სამსახურიდან გათავისუფლებულია ჯგუფის აღმზრდელი; მიმდინარეობს მომხდარი ფაქტის მოკვლევა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით”, – განუცხადეს “კვირას” სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები