ლაგოდეხის მერი: სოფლებში – არეშფერანსა და ქევხიანში მოსაცდელის აშენება გადაწყდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არეშფერნის თემში გამართულ კრებებზე, მოქალაქეების გადაწყვეტილებით, სოფელ არეშფერანში, ორი ტრანსპორტის მოსაცდელი აშენდება, სოფელ ქევხიანში მოსაცდელი და სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი დამონტაჟდება, ხოლო ზემო და ქვემო ბოლქვის მაცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვემო ბოლქვში, სასაფლაო შემოიღობება.
მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სოფელ არეშფერანში და ქევხიანში მოსაცდელის აშენება გადაწყდა. აღნიშნულ სოფლებში, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი მოძრაობს. მოქალაქეებთან ერთად, მოსაცდელის მოწყობის აუცილებლობა, სკოლის მოსწავლეების საჭიროებამაც განსაზღვრა. მათ ცუდ ამინდში ღია ცის ქვეშ აღარ მოუწევთ მოცდა“, – აცხადებს ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები