“გადატვირთვა გვჭირდება” – ​ზელენსკიმ პირველად აღიარა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს.

ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ზალუჟნი? ჩვენ გადატვირთვა გვჭირდება, ხელმძღვანელობის შეცვლა და არა მხოლოდ სამხედრო. ეს არის საკითხი, რომელიც იმ ხალხს შეეხება, ვინც უკრაინას უნდა უხელმძღვანელოს. გადატვირთვა, ახალი დასაწყისი ნამდვილად არის საჭირო“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ დასძინა, რომ, ზოგადად, ქვეყნის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე ფიქრობს.

„როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ მთავრობის მთელი რიგი ლიდერების როტაციას, არა მხოლოდ ერთ სექტორში, როგორიცაა სამხედრო… ამიტომ, მე ვსაუბრობ გადატვირთვაზე, ჩანაცვლებაზე, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რაც შეეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები