ირაკლი ღარიბაშვილი: მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში
„დღეს მე მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან თანადგომისთვის ხალხს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
“იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.