ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა, გუნდს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მივესალმები ყველას, პარტიის დამფუძნებელს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მადლობა ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ არჩევა”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.