“გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში “ჰამასმა” სრულად შეაღწია” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ “გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში “ჰამასმა” სრულად შეაღწია.
ამის შესახებ მან იერუსალიმში გაერო-ს ელჩებთან შეხვედრაზე თქვა.
პოლიტიკოსის თქმით, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო სხვა დახმარების სააგენტოებმა უნდა შეცვალონ.
ნეთანიაჰუ იმედოვნებდა, რომ ღაზის სექტორში იარსებებდა ობიექტური და კონსტრუქციული ორგანო, რომელიც დახმარებას შესთავაზებდა ხალხს, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო კი ასეთი ორგანო არ არის.
„დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და თავად გაერო-მ გაიგოს, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.