„შოთა რუსთაველი – აფორიზმები ათ ენაზე“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
1 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „შოთა რუსთაველი – აფორიზმები ათ ენაზე“ წარდგენა გაიმართება.
ხელოვნების განვითარების ფონდის (IMT) ინფორმაციით, შოთა რუსთაველის აფორიზმები პირველი გამოცემაა, რომელშიც წარმოდგენილია ოცდაცამეტი რჩეული აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან“ ათ სხვადასხვა ენაზე (ქართული, არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, ინდური, უკრაინული).

წიგნში თავმოყრილი აფორიზმების თარგმანების ნაწილი სპეციალურად ამ გამოცემისთვის შესრულდა და დამუშავდა მთარგმნელ-რედაქტორთა მიერ, ნაწილი კი – უკვე არსებული თარგმანებიდანაა წარმოდგენილი.
წიგნი გამორჩეულია უნიკალური მხატვრული კონცეფციითა და მაღალი პოლიგრაფიული შესრულებით, რისი დადასტურებაცაა ცნობილი ხელოვანების მიერ საგანგებოდ ამ გამოცემისთვის შექმნილი დიზაინი, კალიგრაფია და ფოტოხელოვნების ნიმუშები.
შოთა რუსთაველის რჩეული აფორიზმების მრავალენოვანი კრებული მნიშვნელოვანია როგორც მისი საკოლექციო ღირებულებით, ისე მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
წიგნი გამოიცა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT პროექტის „რუსთაველი – XXI საუკუნე“ ფარგლებში.