უკრაინული დრონების არმიამ გასულ კვირაში 26 რუსული ტანკი გაანადგურა
უკრაინული დრონების არმიამ გასული კვირის განმავლობაში 26 რუსული ტანკი გაანადგურა.
ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„ტანკები, ქვემეხები და სატვირთო მანქანები – „დრონების არმია“ ავრცელებს რუსული დანაკარგების ჩამონათვალს… მთავარია, რომ არსებობს თითოეული განადგურებული ქვედანაყოფის ვიდეო მტკიცებულება“, – ნათქვამია პოსტში.