„ბერძნები საქართველოში“ – ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნის წარდგენა გაიმართება

31 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ არქივში წიგნის „ბერძნები საქართველოში“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გამოსცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ეთნიკური ბერძნების ცხოვრების, საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივობების შესახებ.
პუბლიკაციაში, რომელიც მოიცავს ფოტოებს, წერილობით დოკუმენტებს, რუკებს, არქიტექტურულ ნახაზებს და სხვა მასალას, აღწერილია საქართველოში ბერძნების ცხოვრება მეფის რუსეთის დროს, ასევე. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთს სამეფოს შორის 1918-1921 წლებში.
წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელთა უდიდესი ნაწილი პირველად ქვეყნდება, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
გამოცემა მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს საქართველოში ზოგადად ეთნიკური უმცირესებობის შემსწავლელ მეცნიერებს, ასევე ნეოგრეცისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
„ბერძნები საქართველოში“ გამოსაცემად მოამზადა სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა ნინო ბადაშვილმა.

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:
https://archive.gov.ge/…/sametsni…/berdznebi-sakartveloshi-1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები