“უკრაინის დახმარების შეწყვეტით ბრძოლის ველზე აშშ გარკვეულ შედეგებს ხედავს” – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების შეწყვეტამ ბრძოლის ველზე გარკვეული გავლენა იქონია.

ამის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჭიროებების მუდმივი დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატების, ასევე, ნატოს პარტნიორებისგან.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინის დახმარება ყველა მოკავშირეზე ნაწილდება, მკაფიო მესიჯი უნდა გახდეს აშშ-ის კონგრესისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსების მოთხოვნები.

”მაგრამ, ასევე, თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს ვალდებულებებს, ეს ევროპელებს და სხვა ქვეყნებს გაურთულებს იმის კეთებას, რასაც ისინი უკვე აკეთებენ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ“, – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ მთელს მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეები „გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებენ“, ხოლო კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის ორპარტიულობა შენარჩუნდება.

„მოდით, ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებსა და კვირებში, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, რადგან სხვა ჯადოსნური ქოთანი ფულით არ არსებობს. ახლა ჩვენ ამოგვეწურა დახმარება, რომელიც უკრაინას ვაწვდიდით და უკვე ვხედავთ იმის მტკიცებულებებს, თუ რას ნიშნავს ეს ბრძოლის ველზე”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები