“გეოპოლიტიკურად და ფინანსურად რუსეთის შეჩერება შეიძლება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გეოპოლიტიკურად და ფინანსურად რუსეთის შეჩერება შეიძლება.
ამის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, აძლევს თუ არა მას რაიმე იმის იმედს, რომ ომი შესაძლოა, შეწყდეს, ზელენსკიმ თქვა, რომ “საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გჯეროდეთ პარტნიორების და მსოფლიოს, რადგან ნებისმიერი ომი მთავრდება.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ „ძალიან რთულ მომენტში ვიმყოფებით“.
„გეოპოლიტიკურად და ფინანსურად რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. შესაძლებელია, ყველაფერია შესაძლებელი ამ ომით. თავიდან ავიცილოთ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის არიდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.