თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაღუპულები

თურქეთის ჩრდილოეთით, კასტამონუ-ტასკოპრუს გზატკეცილზე ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა.

ამის შესახებ გაზეთი Hürriyet-ი წერს.

აღინიშნება, რომ თოვლის გამო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მედია წერს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები