შსს-ს სტატისტიკა: წინა წლის აგვიტოს თვესთან შედარებით დანაშაულმა 19%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 თვის და აგვისტოს თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2014 წლის აგვისტოს თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2405 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 53,1%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -19,27 %.
police.ge
2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში კი შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60,62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %.
police.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები