“ვიყოთ მშვიდობიანი, სწორად გადადგმული ნაბიჯების თავკაცები, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობას ჩამოაყალიბებს” – ზვიად ყუშიტაშვილი პრემიერს მიმართავს
უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული დეპარტამენტის“ თავმჯდომარე, ზვიად ყუშიტაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თხოვნით მიმართავს, საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო როლი შეასრულოს. ამის შესახებ ყუშიტაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი ორგანიზაცია 2019 წელს უკრაინაში, ქალაქ კიევში ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი კორუფციისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია რუსეთ-უკრაინის საშინელ ომს ეხება, რომელიც 2 წელია გრძელდება. გადავწყვიტეთ, ჩვენს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართოთ. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი ჭკვიანური, სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებდა. ბატონო ირაკლი, მინდა, თხოვნით მოგმართოთ: თუ მოიფიქრებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიული ნაბიჯი გადადგას, ვიყოთ მშვიდობიანი, სწორად გადადგმული ნაბიჯების თავკაცები, რომელიც ამ ორი ქვეყანას, უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობას ჩამოაყალიბებს. მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ თხოვნას გაითვალისწინებს. ბატონო ირაკლი, თუ საჭირო იქნება, მზად ვარ , თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგვხდეთ და დეტალები ერთად გავიაროთ, თუ რა მშვიდობიანი როლი შეიძლება, შეასრულოს საქართველომ ამ ომში” – განაცხადა ყუშიტაშვილმა.
მანვე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მიმართა და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.