“ჯერემი როზნერი „ნაცმოძრაობას“ 2012 წელს განსაკუთრებით ძვირფასად დაეხმარა” – გიორგი ცაგარეიშვილი
„ჯერემი როზნერი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს განსაკუთრებით ძვირფასად დაეხმარა“, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ამერიკელი პიარკონსულტანტი, ჯერემი როზნერი მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებოდა და ძვირფასად დაეხმარა, განსაკუთრებით – 2012 წელს. არ ვიცი ახლა ვის ეხმარება ეს ადამიანი ან რას ურჩევს, ეტყობა, ხაზარაძეს ურჩევს, „ფორდით“ იარე რაც შეიძლება ხშირადო და ბევრ ხმას მოიპოვებო, ამას ურჩევს სავარაუდოდ, კიდევ ერთი რჩევაა დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ამ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანა, მუდმივად რუსეთუმე ეძახო“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
„ქრონიკა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი – ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს.