„ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო

„ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, როზნერი საქართველოში ხვალ ჩამოვა. როგორც პარტიის წევრები „ქრონიკასთან“ საუბარში ადასტურებენ, საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს ჯერემი როზნერი გამართავს.

„ჯერემი როზნერი თანამშრომლობს „ლელოსთან“. ბევრ სხვადასხვა კონსულტანტთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის საუკეთესო კონსულტანტებთან, რათა ხელისუფლების ცვლილება მოხდეს“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ.

„არაფერი დასამალი იმაში არ არის, რომ გვყავს კონსულტანტები. ვართ დიდ ბრძოლაში ჩართულნი. გვყავს ტოპ კლასის კონსულტანტები. ჯერემი როზნერი არის მათ შორის. არავის აბსოლუტურად არ აინტერესებს ჯერემი როზნერი იქნება, თუ რა სახელი და გვარი“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

მანამდე „კვირამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი PR კონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები კონტაქტზე არიან.

„კვირას“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენ ქვეყანას აქვს პროგრესი, როზნერმა დაავალა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, რომ მათი ტელევიზიებით, გამოქვეყნდებოდა თუ არა კვლევა, მაქსიმალურად აეწიათ 13 იანვრიდან გადანახული ინფორმაცია, თითქოს ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ – ახალი სკანდალური ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები