დავით მათიკაშვილი: ყოველწლიურად ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამდებობის პირების დეკლარაციები გადამოწმდეს

“ყოველწლიურად ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამდებობის პირების დეკლარაციები გადამოწმდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულში სიახლე არაფერია.

„ამ გადასამოწმებელ სიაში ხვდება ნებისმიერი ის პირი, ვისზეც გადაწყვეტილება მიღებული იქნება ანტიკორუფციული სამსახურის მიერ. ეს წლევანდელი სიახლე არ არის. ახლა გეტყვით, რატომ ცდილობს ოპოზიცია, არაფრისგან სკანდალი შექმნას. ეს არის 12 იანვრის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე აპელირება ნაცმოძრაობის გამხმოვანებელი ტელევიზიების მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. მოხდა ამ ინფორმაციის შეკავება. ახლა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა.  როგორც კი ჩნდება პოზიტიური ნიუსი ქვეყნის წინსვლის, ავტომატურად ირთვება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მექანიზმები, რომ რაიმე ფორმით საზოგადოებას მიაწოდონ „სკანდალური“ ინფორმაცია ისე, რომ პოზიტიუტი გადაფარონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

“კვირას” ინფორმაციით, ლობისტმა როზნერმა “ნაცმოძრაობის” ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ თითქოს სკანდალური ინფორმაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები