გია ცაგარეიშვილი: თინა ხიდაშელი, რბილად რომ ვთქვათ, გასულია ტაივანელ დონორებზე
მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი საქართველოს ჩინეთთან დაახლოების პროცესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებებს გამოეხმაურა.
“თინა ხიდაშელი, რბილად რომ ვთქვათ, გასულია ტაივანელ დონორებზე. მე უბრალოდ ძალიან მიკვირს, შენ რომ დაზუსტებით იცი, რომ ეს ინფორმაცია ღია და საჯარო გახდება, და ამ დღეებში გაალმასებით გამოდიხარ ჩინეთთან ურთიერთობის წინააღმდეგ, ამას ხომ საზოგადოება შეიტყობს და ეს ხომ ნათელი გახდება? ჩვენ ვიცით, რომ ტაივანი არის არაღიარებული, მათ შორის, საქართველოს არასოდეს აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პრინციპს“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და ჩინური ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაზე სიმართლეს ყველაზე უკეთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს, სადაც, მისივე თქმით, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ, როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე საუბრობენ.