მიხეილ სარჯველაძე: არავითარი სიახლე არ გახლავთ რამდენიმე ასეული მოხელის შემოწმება, თუ რამდენად აკურატულად აქვთ მათ შესრულებული დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები

“არავითარი სიახლე არ გახლავთ რამდენიმე ასეული მოხელის შემოწმება, თუ რამდენად აკურატულად აქვთ მათ შესრულებული დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები. წინა წლებში არაერთხელ შეუმოწმებიათ ჩემი პირადი დეკლარაციაც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „კვირას“ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ლობისტმა როზნერმა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ თითქოს სკანდალური ინფორმაციით.

მისივე თქმით, სკანდალური არაფერი ხდება.

„თვითონაც გადასარევად იციან, რომ არავითარი სკანდალის მიზეზი არ არსებობს. 12 იანვრის შემდეგ ახლა დაიწყეს ამაზე აჟიოტაჟის ატეხა და, როგორც ჩანს, ეს რაღაც ფორმით დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური, ავტორიტეტული შეფასება ქვეყნდება საქართველოში ანტიკორუფციული ვითარების შესახებ, სადაც პოზიტიურად არის წარმოჩენილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამის გადაფარვისთვის კარგი შესაძლებლობა გამოუჩნდათ. არავითარი სიახლე არ გახლავთ რამდენიმე ასეული მოხელის შემოწმება, თუ რამდენად აკურატულად აქვთ შესრულებული დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები. წინა წლებში არაერთხელ შეუმოწმებიათ ჩემი პირადი დეკლარაციაც. ეს წლების განმავლობაში დადგენილი პრაქტიკაა. ამაში არაფერი სასკანდალო არაა, ეს არის აპრობირებული ინსტრუმენტი და თვითონაც კარგად იციან ეს, ვინც ახლა ცდილობს, რომ პანიკა დათესონ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები