ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: იმისთვის, რომ დააკნინონ ქართული ინტერესები, ყველაფერს კადრულობენ
“ეს ხელმოცარულები, იმისთვის, რომ დააკნინონ ქართული ინტერესები, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების როლი განვითარების ამ გზაზე, ყველაფერს კადრულობენ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოს ჩინეთთან დაახლოების პროცესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.
ზარქუა ჩინეთთან მიმართებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის კრიტიკასაც გამოეხმაურა.
„ბოდიში, მაგრამ ქალბატონი ხიდაშელი როდის იყო ჩინეთის მიმართულებით ექსპერტი? ან რა იცის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების შესახებ. სინამდვილეში იცის, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური, რომ საქართველოს როლი, დერეფანი, რომელიც გვაქვს, გამოკვეთილი იყოს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ტაივანური ფონდიდან ფინანსდებიან. ეს აღმაშფოთებელია“, – აღნიშნა ზარქუამ.