ირაკლი ზარქუა: ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის ეს გაუგებარია
“ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის გაუგებარია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საელჩოების დამოკიდებულებით გაოცებულია.
„ცოტა გაოცებული ვარ, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საელჩოების დამოკიდებულებით. რომელიმე სხვა კონფესიის ან რელიგიური მიმართულების წინააღმდეგ ეს რომ განხორციელებულიყო, დარწმუნებული ვარ განცხადებების რიგი იქნებოდა მათგან. ესე იგი, ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის გაუგებარია“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია. რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კი საპატრიარქოს და პატრიარქს სტალინისტები უწოდა.